21:27 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
რიონი

აბაშაში მოკლულ მამაკაცს რიონში ეძებენ

© Sputnik/ Fred Grinberg
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (227)
18410

სამართალდამცველებმა მომხდარზე ორი პირი დააკავეს

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 28 წლის ირაკლი კეკელია, რომელსაც ოჯახი 31 დეკემბრიდან ეძებს, მოკლულია, ამის შესახებ  „Sputnik-საქართველოს“ გარდაცვლილის ძმამ დაუდასტურა. 

აბაშის მუნიციალიტეტის სოფელ კეთილარში 28 წლის მამაკაცი 31დეკემბერს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებდნენ. როგორც ირაკლი კეკელიას ოჯახი აცხადებს, ისინი ცხედრის პოვნას ითხოვენ. 

„ჩემი ძმა მოკლულია. როგორც ვიცი, მას აბაშის მკვიდრმა ორი ტყვია ესროლა, შეახვია და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, გადააგდო მდინარე რიონში, რომელიც ჩვენს სოფელში, კეთილარში  მიედინება. ვითხოვთ დახმარებას და ცხედრის დროულ პოვნას“, — განახცადა ირაკლი კეკელიას ძმამ.

აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

უწყების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, 11 იანავრს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს — ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ.-მ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ტ. აბაშაში, ხოლო რ.გ.ზუგდიდში დააკავეს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 375-ე მუხლებით (დანაშაულის დაფარვა) მიმდინარეობს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (227)

მთავარი თემები