სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018ბრალდებულის დაკავება
ბრალდებულის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ოდენობით ნარკოტიკების გამო დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა, რომელსაც ჩხრეკისას კოკაინი და მეტადონი აღმოაჩნდა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

Человек в наручниках задержан - Sputnik საქართველო
თბილისში ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

ბრალდებული, 1970 წელს დაბადებული მოქალაქე თბილისში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა შვიდ შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული მეტადონი.

დამნაშავემ ბრალი აღიარა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება", რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0