გარდაიცვალა აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

© National Library of Georgiaმარიკა ლორთქიფანიძე
მარიკა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ლორთქიფანიძე იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. „Sputnik-საქართველოს“ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-სამსახურმა დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიკოსი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.

© National Library of Georgiaმარიკა ლორთქიფანიძე
მარიკა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
მარიკა ლორთქიფანიძე

მარიამ ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 1963 წლიდან — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (სადისერტაციო თემა: „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), 1993 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

© National Library of Georgiaმარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში
მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში - Sputnik საქართველო
მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“.

მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

მარიამ ლორთქიფანიძეს 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ყველა ახალი ამბავი
0