სუიციდის ფაქტი თბილისში – ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. სუიციდის ფაქტი მოხდა თბილისში — ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი გადმოხტა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში მამაკაცმა ბენზინი გადაისხა

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი ქალბატონი ვაზისუბანში ნაქირავებ ბინაში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0