მამაკაცმა საკუთარი სიძე მოკლა – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© Pixabay / sluehr3gМужчина с охотничьим ружьем
Мужчина с охотничьим ружьем - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭიათურის რაიონში მამაკაცმა სიძე სანადირო თოფით საკუთარ სახლში მოკლა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცი სიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

112 - Sputnik საქართველო
გორში 68 წლის ქალბატონი მეზობლებმა მოკლული იპოვეს

ინციდენტი სიმამრსა და სიძეს შორის ჭიათურის რაიონში 13 მარტს მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფით მოკლა ქალიშვილის ქმარი. ჭრილობები მოკლულს კისრისა და სახის არეში ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა სიმამრი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

მამაკაცს ბრალდება წარედგინა სსკ-ის მუხლით „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა", რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0