ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე
სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტუმროში „მის საქართველოს“ მონაწილე გოგონები იმყოფებოდნენ

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“, რომელშიც სილამაზის კონკურს „მის საქართველო 2017“-ის მონაწილე გოგონები იმყოფებოდნენ, ხანძარი მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. სასტუმროში „მის საქართველოს“ მონაწილე გოგონები იმყოფებოდნენ, განუცხადა ტელეკომპანიას კონკურსის ორგანიზატორმა, ია კიწმარიშვილმა. 

„მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, რეპეტიციას გადიოდნენ, შემდეგ იყვნენ ვახშამზე და გაიგეს ეს ამბავი“, — განაცხადა კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, გოგონები სასტუმროს რესტორნიდან ტერასაზე გამოვიდნენ, საიდანაც ისინი რესტორნის სხვა სტუმრებთან ერთად ორგანიზებულად სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. 

კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და დაშავებულების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა გამოცხადდა.


ყველა ახალი ამბავი
0