სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

© AP Photo / Peter Dejongბრალდებულის დაკავება
ბრალდებულის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს განცხადებით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში 38 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთის დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულის ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97 აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანა“).


ყველა ახალი ამბავი
0