შეხლა-შემოხლა მარნეულის საარჩევნო უბანზე: შსს-მ საქმე აღძრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურ პარტია „ევროპულ საქართველოში“ ამტკიცებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი საარჩევნო უბანზე სცემეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომ ის მარნეულის რაიონის სოფელ ქვემო სარალის №58 საარჩევნო უბანზე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.

პოლიცია შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
მარნეულში შსს-ს დამატებითი ძალებია მობილიზებული

ინფორმაცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგზე გაავრცელა. ნადირაშვილის სიტყვებით, მათი პარტიის მომხრე მუჰამედ ჰუსეინოვს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მირქაზუმ იაგუბოვი ფიზიკურად გაუსწორდა.

სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის“ მუხლითაა აღძრული, რაც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180-მდე საათით, ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეები შაბათს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევენ. თვითმმართველობის არჩევნებში 22 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0