ფოთის საკრებულოს წევრი მალხაზ ბუკია ფინანსურმა პოლიციამ დააკავა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ბუკიას ფინანსური დარღვევები ედება ბრალად. საქმე უაქციზო სიგარეტების შემოტანას ეხება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ფოთის საკრებულოს წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ ბუკია 22 სექტემბერს, დილით  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუკიას ფინანსური დარღვევები ედება ბრალად. საქმე უაქციზო სიგარეტების შემოტანას ეხება.

„Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას  „პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის ორგანიზაციაში  ბუკიას დაკავებას  მმართველი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ინტერესი და ერთგვარი ზეწოლა უწოდეს. ბუკია ფოთის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი კანდიდატია.

ამ დროისთვის ბუკია ფოთის ფინანსურ პოლიციაშია გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0