შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

© AP Photo / Eric Risbergხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 7,13 გრამი ჰეროინის შემცველი 52,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ა.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 7,13 გრამი ჰეროინის შემცველი 52,82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ. დაკავებისას ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0