21:29 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიცია და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა

მკვლელობა ბაღდათის რაიონში: შვილმა მამა მოკლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

ბოროტმოქმედი ცხელ კვალზე დააკავეს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ დიმში მკვლელობა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

50 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით საკუთარი მამა მოკლა, დედა კი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

70 წლამდე ქალბატონს საავადმყოფოში ოპერაცია უკეთდება.

საქმეზე გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება და ის ადრე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა, შსს-ში არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა.

მთავარი თემები