„რუსთავი 2-ის“ ცენტრალურ ოფისში ხანძარი გაჩნდა - პირდაპირი ეთერი

© Sputnik / Alexander Imedashviliრუსთავი2-ის მიკროფონი
რუსთავი2-ის  მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის განცხადებით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა შენობაში შესვლა ჯეერჯერობით მაინც სარისკოა და ამიტომ საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში პირდაპი ეზოდან მაუწყებლობს.

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცენტრალურ ოფისში, დაახლოებით ღამის 12 სააათზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია.

ცეცხლი შენობის იმ ნაწილს გაუჩნდა, რომელშიც გასართობი გადაცემები და პოლიტიკური თოქშოუები გადის.

ტელეკომპანიის განცხადებით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა შენობაში შესვლა ჯეერჯერობით მაინც სარისკოა და ამიტომ საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში პირდაპირ ეზოდან მაუწყებლობს.

ტელეკომპანიის მორიგე თანამშრომლებმა ცეცხლის გაჩენისთანავე დაიწყეს აპარატურის გამოტანა, თუმცა ყველაფრის გამოტანა ვერ შეძლეს.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „დამწვარია სულ 25 კვ მ ტერიტორია, ცეცხლს სტუდიებში არ შეუღწევია, დამწვარია მხოლოდ  რამდენიმე ძველი სკამი, კერხერი და კომპრესორი — ეს არის და ეს“.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ზარალის რაოდენობას ექსპერტები შეაფასებენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0