უბედური შემთხვევა: ზუგდიდში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო

© Sputnik / Levan Avlabreliმდინარე ენგური
მდინარე ენგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა მან ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე.

მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. იგი მდინარეზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა. 

მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა მან ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული. 

აღნიშნული ფაქტი „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე აღიძრა სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0