დაკავებულია თბილისში გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით მისი ბიძაშვილი დააკავეს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის ცენტრში, უზნაძის ქუჩაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

19 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს მისი დეიდის სახლში, რომელიც იმ მომენტში ფოთში იმყოფებოდა. ქალმა განგაში მას შემდეგ ატეხა, რაც დისშვილს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ვერ დაუკავშირდა. მან მიმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.

გოგონა თავის ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ბიძაშვილია დაკავებული. ამასთან, მეზობლები ამტკიცებენ, რომ ისინი მეგობრულად ცხოვრობდნენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით "განზრახ მკვლელობა".

ყველა ახალი ამბავი
0