გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

გამოწერა
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.  

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღით შვიდი ჭრილობა, მათ შორის, ერთი თავის არეში აქვს მიყენებული. იგი ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ტელეკომპანიასთან დაჭრილის ახლობელმა განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. როგორც ამბობენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაშავებულის ოჯახის და ახლობლების შესახებ. 

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.

ყველა ახალი ამბავი
0