თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისში, სანავარდოს ქუჩაზე სამი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა დღეს მოხდა. სახლის მფლობელებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს.
შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებს რაიონის გამგებელი შეხვდა და დახმარება აღუთქვა.
„გამგეობა საკუთარი სოციალური პროგრამის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში დაეხმარება დაზარალებულებს. იქნება ეს ფულადი დახმარება, სამშენებლო მასალები თუ სახლის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.