თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან 62 კილომეტრში 3,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მიწისქვეშა ბიძგები 07:17 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან ახლოს, სოფელ სოღუთლოში იყო.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.