06:14 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

დაკავებულებს ბრალად ედებათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მოსახლეობისთვის ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბნის დარბევის მოწოდება.

თბილისი, 13 ოქტომბერი– Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლებსაც ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დარბევა.

საქმე ეხება მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 48-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შეჭრასა და ბიულეტენებით სავსე საარჩევნო ურნის გატაცებას შეეცადნენ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს", — განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ.

მთავარი თემები