4,5 მილიონი ლარის გადასახადების დაფარვის ფაქტზე საქართველოში სამი ადამიანი დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014-2016 წლების პერიოდში ბრალდებულებმა საქართველოში 40,9 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია შემოიტანეს, ხოლო ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ გადაიხადეს.

თბილისი, 29 ივლისი– Sputnik. ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავა, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში საქართველოში 40,9 მილიონი ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული შემოიტანეს და არ გადაიხადეს შესაბამისი საბაჟო გადასახადი.

გამოძიების მასალების თანახმად, შპს „გომანისა“ და შპს „ნინოს“ ფაქტობრივ ხელმძღვანელებს იგორ წულუკიძეს, გოგიტა ლემსაძესა და შპს „რეზოს“ დირექტორსა და დამფუძნებელს რევაზ ილიაძეს უნდა გადაეხადათ 4 521 192 ლარი, რაც მათ არ გადაიხადეს. ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი წარმოადგინეს, თითქოს მათ 359 316 ლარი საბაჟო გადასახადი შეიტანეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0