სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ქობულეთში სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში ედება ბრალი, რამაც ბავშვების დაღუპვა გამოიწვია.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სასამართლომ სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი, სადაც ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.  

ქობულეთის მაგისტრატმა სასამართლომ სასტუმროს მფლობელს ზაზა ურთმელიძეს 4 თვის განმავლობაში 50 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ტრაგედია სასტუმრო „არმაზში“ 2015 წლის მაისში მოხდა. მან საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი რუსთავიდან ქობულეთში გასტროლებზე იყო ჩასული.

ხანძარი გამთენიისას მოხდა. ბავშვები სასტუმროს ნომრებში იმყოფებოდნენ. ხანძარმა მთელი სასტუმრო მოიცვა, საბედნიეროდ, ბავშვების უმეტესობა გადარჩა. ექსპერტიზის მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობა გახდა.

სასტუმროს მფლობელი მომხდარიდან ხუთი თვის შემდეგ დააკავეს და სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაში დასდეს ბრალი, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0