აშშ–ში ტორნადოსა და წყალდიდობას 41 ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
სტიქიას მისურის, ტექსასის, ილინოისის, მისისიპის, ალაბამას, ტენესისა და არკანზასის მაცხოვრებლები ემსხვერპლნენ. ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით მზად არ არის ზარალის შესაფასებლად.

თბილისი, 28დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის სამხრეთ–აღმოსავლეთის რამდენიმე შტატში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 41 ადამიანის სიცოცხლე წაიღო, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. მანამდე 34 დაღულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია. 

ილინოისში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. მისისიპიში, ალაბამაში, ტენესისა და არკანზასში დაღუპულთა რაოდენობა 19–მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც ალაბამის სამხრეთ–აღმოსავლეთით შტორმის დაწყებისას დაღუპული ადამიანის გვამი იპოვეს.  

ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით მზად არ არის სტიქიით მიყენებული ზარალი შესაფასებლად. 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, რეგიონში ძლიერი დიდთოვლობა გაგრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0