07:27 11 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5697
  • USD2.9089
დაკავება

თბილისში ქალი ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3101

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს ომარ ქ.–ს ბლაგვი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.–მ თავისი მცირეწლოვანი შვილი გაგუდა.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა დამამძიმებელ ვითარებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური ორშაბათს, 21 დეკემბერს.

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.-მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

მაგდა პ.–მ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით), რაც 16–დან 2ო წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 


მთავარი თემები