ხომალდს, რომლითაც 2.4 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ, ქართველი კაპიტანი ჰყავდა

© facebook.com/maritimegeorgiaხომალდი Carib Palm
ხომალდი Carib Palm - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდოვის დროშით მცურავი ხომალდ Carib Palm–ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის პოლიციამ საპორტო ქალაქ ლილში დააკავა ხომალდი, რომლის კაპიტანიც ქართველი ბადრი ბერიძე გახლდათ და რომლითაც 2.4 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ, — იუწყება ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დღეს, 17  დეკემბერს. 

მოლდოვის დროშით მცურავი ხომალდ Carib Palm–ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაკავებულია. 

„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ’’საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო’’ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. სააგენტო აქტიურ კავშირზეა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან“, —  ნათქვამია განცხადებაში. 

ყველა ახალი ამბავი
0