14:46 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

© facebook.com/GaribashviliOfficial.
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2801

მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია საცურაო აუზ ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზოოპარკის მახლობლად განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ვეფხვი მთელი ამ ხნის განმავლობაში აბრეშუმის ფაბრიკის ერთ–ერთ სათავსოში იმალებოდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 17 ივნისს საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმ განცხადების გამო, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველები აღარ იყვნენ.

ოთხშაბათს, თბილისის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა. მტაცებლის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია საცურაო აუზ ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზოოპარკის მახლობლად განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ვეფხვი მთელი ამ ხნის განმავლობაში აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ერთ–ერთ სათავსოში იმალებოდა.

”საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა… დირექტორმა (ზოოპარკის) არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, შსს-ს, რომ ეს ცხოველები ქუჩებში აღარ არიან”, — განაცხადა ღარიბაშვილმა ოთხშაბათს, 17 ივნისს საგანგებო თათბირის მსვლელობისას.

ორშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები თბილისის ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ. მეორე დღეს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ დათვს, ვეფხვსა და აფთარს დაეძებენ.

 

 


მთავარი თემები