თბილისის ზოოპარკთან ახლოს მტაცებელმა ცხოველმა ადამიანი დაგლიჯა

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, ადამიანი ვეფხვმა ან ლომმა დაგლიჯა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყალდიდობისას ზოოპარკიდან გაქცეულმა მტაცებელმა „ლაგუნა ვერეს“ სიახლოვეს ადამიანი დაგლიჯა.

როგორც მანამდე საქრთველოს პრემიერ–მინისტრი აცხადებდა, 14 ივნისის ღამეს ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ქალაქში აღარ იყვნენ, ვინაიდან ცხოველების ნაწილი დაიღუპა, შესაბამისმა სამსახურებმა  ქალაქში გაქცეული რამდენიმე მტაცებელი ცხოველი დააძინეს, ხოლო რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს. 

„ჩვენ ვადასტურებთ ფაქტს. მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები“, — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა. 

წინასწრი მონაცემებით, ადამიანი ლომმა ან ვეფხვმა დაგიჯა. 


ყველა ახალი ამბავი
0