18:02 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
გიგლა აგულაშვილი

მინისტრი: თბილისში წყალდიდობა კვლავ შესაძლებელია განმეორდეს

фото: пресс-служба министерства окружающей среды Грузии
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში (92)
701

მინისტრის განმარტებით, ყველაზე რთული ვითარება წყნეთისა და ახალდაბის ტერიტორიაზე ნარჩუნდება.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი არ გამორიცხავს წყალდიდობის გამეორების ფაქტს, რადგანაც ორშაბათიდან თბილისში სინოპტიკოსები კვლავ გადაუღებელ წვიმებს ვარაუდობენ.

გადაუღებელი წვიმის შედეგად, რომელიც 14 ივნისის ღამეს დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, კალაპოტიდან მდინარე ვერეს გადმოსვლის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ თამაზაშვილი უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის 12 ადამიანია გარდაცვლილი, 36 კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი.

„საღამოს წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ არა იმ სიძლიერის, როგორიც გუშინ იყო. ხვალიდან სინოპტიკოსები კვლავ ნალექს ვარაუდობენ. არ არის გამორიცხული, რომ ანალოგიური ვითარება შეიქმნას“, – განაცხადა აგულაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ყველაზე რთული ვითარება წყნეთისა და ახალდაბის  ტერიტორიაზე ნარჩუნდება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, უგზოუკვლოდ დაკარგულად 24 ადამიანი ითვლება.


თემები:
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში (92)

მთავარი თემები