მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის მონაცემებით, საფრანგეთის პოლიციამ ლა-როშელის რაიონსა და სტრასბურგში 33 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ დაადასტურა ინფორმაცია ქართველების დაკავების თაობაზე, თუმცა მიზეზები არ დაუზუსტებია. 

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ლა-როშელის რაიონსა და სტრასბურგში 33 ქართველი დააკავა, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორის არიან, ეგრეთ წოდებული, კანონიერი ქურდები. 

„33 დაკავებულს შორის ნამდვილად არიან საქართველოს მოქალაქეები. მაგრამ ზუსტ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით იმდენად, რამდენადაც მოცემულ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რას უკავშირდება ეს – კრიმინალურ დაჯგუფებებს თუ რაიმე სხვას – საქმის დეტალები ჯერ არ ხმაურდება. ეს საფრანგეთში ქართველების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა სირაძე-დელონემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ –თან სატელეფონო ჩართვისას. 

ქალაქ ნანსის სპეციალური რეგიონთაშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ (დანაშაულებრივი) ქსელის ლიდერების ხელმძღვანელობით ყოველდღიურად შთამბეჭდავი რაოდენობის ქურდობა ხდებოდა. ზარალის ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია. თუმცა ცნობილია, რომ საუბარი უზარმაზარ ციფრზე მიდის.  წყარომ სამართალდამცავი ორგანოებიდან განაცხადა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში დაპატიმრებები გაგრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0