სომხეთის მოქალაქე საქართველოში 50 კილომდე ვერცხლის შემოტანას ცდილობდა

© фото - public domainდაკავება, ხელბორკილები
დაკავება, ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქონლის საერთო ღირებულებამ 274 ათას 394 ლარი (დაახლოებით 122 ათასი დოლარი) შეადგინა. საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის (საქართველო-თურქეთის საზღვარი) თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე ლ.ჰ. დააკავეს, რომელსაც ავტომობილში და პირადი ჩხრეკისას 4 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები და 50 კილოგრამამდე ვერცხლის გრანულები აღმოუჩინეს.

სომხეთის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არადეკლარირებული საქონლის გადატანას სამალავით ცდილობდა, რომელიც მანქანის წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთაში, ასევე ქურთუკის ჯიბეში იყო განთავსებული, იუწყება ხუთშაბათს, 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური.

საქონლის საერთო ღირებულებამ  274 ათას 394 ლარი (დაახლოებით 122 ათასი დოლარი) შეადგინა. საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ყველა ახალი ამბავი
0