გროზნოში პარლამენტის შენობას დაესხნენ თავს, არის მსხვერპლი

გამოწერა
ჩეჩნეთის პარლამენტის შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, 13 - საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” გროზნოს საქალაქო საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ჩეჩნეთის პარლამენტის შენობასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, 13 - საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” გროზნოს საქალაქო საავადმყოფოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”ამ დროისთვის საავადმყოფოში მოყვანილია 16 ადამიანი, მათგან სამი ცხედარია. დაზარალებულების მოყვანა გრძელდება”, - განაცხადა საავადმყოფოს თანამშრომელმა.

ძალოვან სტრუქტურებში წყაროს მონაცემებით, სამშაბათს დილით, როდესაც რესპუბლიკის პარლამენტის ტერიტორიაზე დეპუტატების მანქანები შედიოდნენ, მათ მიჰყვა მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ტერორისტები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა თავის თავზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, სხვები პარლამენტის შენობისკენ გაიჭრნენ, ატყდა სროლა. მთელი სამოქალაქო პერსონალი ევაკუირებულია, ტერიტორია ბლოკირებულია, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. სპეცრაზმმა ჩეჩნეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება მოახდინა.

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი დუკუვახა აბდურახმანოვი შენობიდან უსაფრთხო ადგილზეა ევაკუირებული. ის არ დაშავებულა, განაცხადა წყარომ ძალოვან სტრუქტურებში.

მოსკოვის დროით 9.00 საათიდან პარლამენტის რაიონიდან სროლის ხმა ისმის. ამჟამად შენობის მხრიდან სროლა არ არის, იშვიათად ისმის ცალკეული სროლის ხმა.

”შემთხვევის ადგილზე ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი იმყოფება, რომელიც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. მან დასძინა, რომ ამჟამად ადგილი გარშემორტყმულია, გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები, ბლოკირებულია გასასვლელები.

ბოლო თვეების განმავლობაში ეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომხდარი მეორე სერიოზული ინციდენტია. აგვისტოს ბოლოს თავდასხმა მოხდა რამზან კადიროვის მშობლიურ სოფელზე. მაშინ კადიროვმა შეტევაზე დროული პასუხის და 12 ბოევიკის განადგურების შესახებ განაცხადა. დაიღუპა სამართალდამცავი ორგანოების ხუთი თანამშრომელი, 17 მილიციელი და 7 სამოქალაქო პირი დაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0