12:20 18 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8700
  • 100 RUB3.9137
  • USD2.4488
ограбление, нападение

თბილისის საიუველირო მაღაზიის გაქურდვის მცდელობისას დამნაშავეები ფოსტას დაესხნენ თავს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

უცნობ პირთა ჯგუფმა, რომელიც ორშაბათს საიუველირო მაღაზია ”ფრანკო ფონტანას” გაქურდვას შეეცადა, ფოსტაზე განახორციელა თავდასხმა, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. უცნობ პირთა ჯგუფმა, რომელიც ორშაბათს საიუველირო მაღაზია ”ფრანკო ფონტანას” გაქურდვას შეეცადა, ფოსტაზე განახორციელა თავდასხმა, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უცნობი პირები მაღაზიაში შეღწევას ფოსტის შენობიდან შეეცადნენ, მაგრამ კედლის განგრევასა და მაღაზიაში მოხვედრაში ხელი მათ კედელში ჩაშენებულმა საფოსტო სეიფმა შეუშალა.

სეიფის გახსნის შემდეგ ქურდებმა სულ 8 ლარი წაიღეს. ფოსტის მუშაკების განცხადებით, სეიფში შენახული ფასეული მარკებისთვის ქურდებს ხელი არ უხლიათ.

თავდასხმის შემდეგ საიუველირო მაღაზიის მფლობელებმა განაცხადეს, რომ ფოსტასთან საერთო კედელს ისინი შიგნიდან რკინის დამცავი ფირფიტებით გაამაგრებენ.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიცია იძიებს. 

მთავარი თემები