06:43 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

დააკავეს მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილები - შსს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3 0 0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძალვაში ეჭცმიტანილი სამი პირი დააკავეს, იუწყება სამშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძალვაში ეჭცმიტანილი სამი პირი დააკავეს, იუწყება სამშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

”ბათუმში დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მინდია ჩხობაძე, მეტსახელად ტაიგოვიჩი, უჩა ბოლქვაძე და ირაკლი ანდღულაძე, რომლებიც მეწარმეებს დაშინებით, მუქარითა და ქურდული გარჩევების გზით სძალავდნენ სხვადასხვა ოდენობის ფულად თანხებს”, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

მთავარი თემები