19:07 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
გურმანებისთვის
მოკლე ბმულის მიღება
გემრიელი სამზარეულო (98)
112 0 0

სპეციალისტების თქმით, მთლიანად (მრგვალად) შემწვარი ქათმშის ყოველ 100 გრამზე 300 მგ კალიუმი და 12 მგ კალციუმი მოდის, ხოლო ერთ კაცზე გათვლილი თითო ულუფა 200 მგ ფოსფორს შეიცავს

ამასთან ქათმის ხორცი ცხოველური ცილების ერთ–ერთი საუკეთესო წყაროა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სპეციალისტები სულ უფრო ხშირად გვირჩევენ, თავი ავარიდოთ წითელ ხორცს.  

არსებობს ქათმის შეწვის არაერთი განსხვავდებული და ძალიან გემრიელი რეცეპტი, თუმცა ის, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, მართლაც ყველასგან გამორჩეულია. საუბარია ლუდში შემწვარ ქათამზე.

მომზადების წესი

  • კარგად გარეცხილ და გასუფთავებულ ქათამს მოაყარეთ მარილი და წიწაკა და  შეკარით, რათა შეწვისას ფორმა არ დაკარგოს. 
  • შედგით წინასწარ 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. შეგიძლიათ, ტაფას ცოტა ზეთი მოუსვათ, მეტი არაფრის დამატება საჭირო არ არის. დატოვეთ ღუმელში 30 წუთით.
  • სანამ ქათამი იწვება, აიღეთ ოთხი ცალი საშუალო ზომის ხახვი და თითოეული 8–10 ნაწილად დაჭერით. მოშუშეთ ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  • შენდეგ დაასხით ზედ 0,5 ლიტრი შავი ლუდი და დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ამოიღეთ ხახვი ტაფიდან და გადაიღეთ სხვა ჭურჭელში.
  • გამოიღეთ ქათამი ღუმელიდან, გადაუწურეთ ტაფაზე დაგროვილი ცხიმი, დაასხით მოდუღებული ლუდის დიდი ნაწილი და დაახლოებით ერთი საათით ისევ ღუმელში შედგით — ამჯერად 190 გრადუსზე. დრო და დრო დასხით ქათამს ზემოდან ტაფაზე დაგროვილი ლუდისა და წვენის ნარევი.
  • სანამ ქათამი იწვება, გარეცხეთ 6 საშუალო ზომის კარტოფილი, დაჭერით და შეწვით ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე. როდესაც კარტოფილი ოქროსფერი გახდება, დააყარეთ ზემოდან მანამდე ლუდში მოშუშული ხახვი. მოურიეთ ფრთხილად, რათა კარტოფილი არ დაიშალოს. დაამატეთ მარილი და წიწაკა და ნელ ცეცხლზე ბოლომდე შეწვით. ბოლოს მოაყარეთ ცოტა პიტნა.
  • როდესაც ქათამი შეიწვება, გამოიღეთ ღუმელიდან, მოყენებული წვენი ქვაბში გადაუწურეთ, დადგით ქვაბი მაღალ ცეცხლზე და დაელოდეთ, როდის აორთქლდება ნახევრამდე. ამ დროს შეგიძლიათ შიგ ნახევარი კოვზი მდოგვი ჩაამატოთ. ეს იქნება ქათმისა და კარტოფილის სოუსი.
  • დადეთ ქათამი ლანგარზე, შემოულაგეთ გარშემო შემწვარი კარტოფილი, მოასხით სოუსი და მიიტანეთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!
თემები:
გემრიელი სამზარეულო (98)

მთავარი თემები