18:59 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
გურმანებისთვის
მოკლე ბმულის მიღება
გემრიელი სამზარეულო (92)
171 0 0

როგორც ირკვევა, ამ პოპულარული და უგემრიელესი დესერტის დამზადება არც რთულია და არც ბევრ ინგრედიენტს მოითხოვს. თანაც, ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. თუ „დისნეილენდში“ ყოფილხართ, მაშინ აუცილებლად გექნებათ დაგემოვნებული მაგიური ნუგბარი სახელწოდებით Dole Whip — გაყინული დესერტი, რომელიც მხოლოდ დისნეის თემატურ პარკებში იყიდება, წერს გამოცემა The Sun და მკითხველებს რეცეპტს სთავაზობს.

როგორც ირკევევა, ამ პოპულარული და უგემრიელესი დესერტის დამზადება არც რთულია და არც ბევრ ინგრედიენტს მოითხოვს. თანაც, ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ვანილის ნაყინის მოზრდილი ბურთულა;
  • გაყინული ანანასის ნაჭრები — 250 გ;
  • ანანასის წვენი — 120 მლ.
  • შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა ლიმონისა და ლაიმის წვენიც.

ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მათთვის, ვისაც რძის ნაწარმი არ უყვარს, ან ალერგია აქვს მასზე, არსებობს Dole Whip-ის ალტერნატიული რეცეპტი:

  • ნაყინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი ცალი ბანანი, ოღონდ ერთი ოთახის ტემპერატურისა, მეორე კი — გაყინული;
  • შაქრის პუდრი – გამოვნების მიხედვით — ნახევარი ჩაის კოვზიდან ორ კოვზამდე;
  • ქოქოსის რძე — ჭიქის მეოთხედი ან ნახევარი.

მომზადების წესი იგივეა — ბლენდერში კარგად გათქვეფა. 

ეს არის და ეს.

გემრიელად მიირთვით!

თემები:
გემრიელი სამზარეულო (92)

მთავარი თემები