რას მიირთმევდა საუზმეზე ვახტანგ გორგასალი და რითი ვახშმობდა თამარ მეფე

ქართული სუფრა
ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
გამოწერა

თამაზ ჩიქვანაია

დღეს სუპერმარკეტში შესულებს ისეთ ნუგბარ-ნუგბარ კერძებს გვთავაზობენ, რომ ცოტა ჯიბეც თუ გიწყობს ხელს, გამორიცხულია, ხელი არ წაგიცდეს.

გუშინ კიდევ ერთხელ რომ მოვხვდი ამგვარ ვითარებაში, შემთხვევით ყური მოვკარი გვერდით მდგომი ახალგაზრდების საუბარს. გოგონამ იკითხა, ნეტავ, ჩვენი წინაპრები რას მიირთმევდნენო. ამ საკითხზე ადრეც მიფიქრია და გადავწყვიტე მომეძიებინა რას მიირთმევდა ვახტან გორგასალი საუზმედ და რითი ვახშმობდა თამარ მეფე. ახლა მინდა ჩემი ორდღიანი „შრომის“ შედეგი გაგიზიაროთ.

საცივი - Sputnik საქართველო
საახალწლო რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ საცივი

ხორბალი და ყურძენი საქართველოში რომ უხსოვარი დროიდან მოდის, ეს, საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია (უფრო მეტსაც გეტყვით — ზოგი ექსპერტი საქართველოს მიიჩნევს ამ ორი მცენარის სამშობლოდ), თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის ბევრ სხვა პროდუქტზე. უამრავი რამ, რაც დღეს ნებისმიერ ბაზარში იყიდება, ქართულ რეალობას ნელ-ნელა, საუკუნოვანი ინტერვალებით ემატებოდა. მაგალითად, კარტოფილის მოყვანა საქართველოში მხოლოდ 1818-1819 წლებში დაიწყეს, ისიც არა ქართველებმა, არამედ თბილისის მახლობლად მცხოვრებმა რუსებმა და გერმანელებმა. შემდეგ კარტოფილი გორსა და ახალციხეშიც გავრცელდა.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა პომიდორიც, რომელსაც თავიდან ტომატოს ეძახდნენ.

კიტრი უძველესი პროდუქტია და დაახლოებით 6000 წელს ითვლის, მაგრამ უცნობია, როდის შემოვიდა საქართველოში ინდოეთიდან.

დაახლოებით მე-16 საუკუნეში გამოჩნდა ჩვენში სიმინდი, ლობიო…

© SPUTNIK/ ALEXANDER IMEDASHVILIღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა
ღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა - Sputnik საქართველო
ღომი და სულუგუნი ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილად იქცა

ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდის შემოსვლამდე ღომს და მჭადს აკეთებდნენ მცენარისგან, რომლის სახელია ღომი. თუმცა ღომიც მე-15 საუკუნეში შემოვიდა საქართველოში. ანუ მანამდე მჭადი არ გვქონდა.

მოკლედ, გამოდის, რომ შუა საუკუნეებამდე ქართველები, ძირითადად, იკვებებოდნენ ხორცით, რძის პროდუქტებითა და მხალეულით.

საქართველოში ძალიან იყო განვითარებული მემინდვრეობა. მოჰყავდათ ჭვავი, შვრია, ფეტვი, ოსპი, ბარდა და მრავალნაირი ადგილობრივი ჯიშის ხორბალი. საგანგებოდ მთის ხორბალიც გამოიყვანეს, რომ მარხვის პერიოდში მაღალმთიან რაიონებში საკვები ჰქონოდათ. ფეტვი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. მისგან კვერებს აცხობდნენ, ხშირად ყველითაც. 

მოგვიანებით ლობიომ ოსპი და ბარდა ჩაანაცვლა, სიმინდმა კი — ფეტვი და ღომის ღომი, რადგან ეს უკანასკნელი რთული მოსაყვანი იყო.

საინტერესოა, უმაცივრო ეპოქაში როგორ ინახავდნენ მალფუჭებად პროდუქტს? როგორ და ყველა სახლში არსებობდა ე.წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მისადაგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივი ვერასდროს აღწევდა და მუდამ სიგრილე იყო. ასეთ პირობებში ხორცი და სხვა პროდუქტები კარგად ინახებოდა.

მსგავსი საცავები ჰქონდა ციხეებსაც, სადაც მოსახლეობა ომიანობის დროს იმალებოდა. 

© Sputnik / Levan Avlabreliჩურჩხელები და ჩირები
ჩურჩხელები და ჩირები - Sputnik საქართველო
ჩურჩხელები და ჩირები

განსაკუთრებული იყო ომში მიმავალი მამაკაცის საგზალი. ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა ისეთი პროდუქტები, რომელიც დროში გამძლე იყო და თან აბგაში ან ხურჯინში მცირე ადგილს იკავებდა. მაგალითად, ჩურჩხელა, ფეტვის შეჭამანდი, რომელსაც წყალში ხსნიდნენ და ერთგვარ სუპის მსგავს მასას იღებდნენ. ასევე ძალიან ხშირად მიჰქონდათ წაბლი და ცერცვი. იგივე მიჰქონდათ ნადირობის დროსაც.

ჟან შარდენი სამეფო ლხინის აღწერისას ყველაზე მეტად ხორცეულობას ახსენებს, მათ შორის — ნანადირევსაც. ასევე ამბობს, რომ სუფრაზე შეიტანეს სამნაირი პური, ყველა ჯურის ფლავი, სამარხვო და სახსნილო კერძები. შარდენი განსაკუთრებით იმან გააკვირვა, რომ სუფრასთან მჯდომი 150 კაცი არ ხმაურობდა და თან ძალიან ბევრს სვამდა.

„მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემ გვერდით მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი, მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები“, — წერს შარდენი.

ქართული დესერტი, ანუ ტკბილეული ხშირად თაფლიანი ხილი ან სხვადასხვანაირი ქადები იყო. რაც შეეხება მარილს, ის აღზევანიდან მოჰქონდათ და ძალიან ძვირი ღირდა. აღზევანი დღევანდელი ბაქოს მიმდებარე ტერიტორიაა. მგზავრობა რთული იყო, ამიტომ მარილის მოსატანად ჯგუფი უნდა წასულიყო. ხშირად მეურმეებს თავს ესხმოდნენ და ხოცავდნენ კიდეც. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „მარილზე გავიდა“. მარილი განსაკუთრებით ჭირდა მთაში და მთიულები ბარში ჩამოდიოდნენ, რათა სხვადასხვა სამუშაოში გასამრჯელოდ მარილი მიეღოთ.

განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ცხარე სანელებლებსაც. მათი კერძებში დამატება დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, სამეგრელოში კოღოების გამო დაიწყეს.

© © EDA.RUსაცივი
საცივი - Sputnik საქართველო
საცივი

მოგეხსენებათ, კოლხეთის დაბლობი ჭაობიანი ტერიტორია იყო, აქ არსებობდა მალარიის საფრთხე და მწარე წიწაკის გამოყენებით სწორედ ამ მალარიას ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი წინაპრები.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საცივის საკითხი მაინც ვერ გავარკვიე. მოგეხსენებათ, გურია და სამეგრელო ჯიუტად ამტკიცებენ თავიანთ უფლებებს მის რეცეპტზე. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ინდაური ამერიკიდან შემოვიდა, მიხაკ-დარიჩინი — ინდოეთიდან, ნიგოზი — საბერძნეთიდან და ქვაბის გამო თუა ამტყდარი ეს ვაი-უშველებელი, დროა, ამ დავასაც წერტილი დავუსვათ და ეს ორი ლამაზი კუთხე გავაშველოთ.

ყველა ახალი ამბავი
0