COVID-19 საქართველოში – 28 მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 324.426 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.727, კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.937 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 67 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.056-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 341.894-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 324.426 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.071), გარდაიცვალა – 4.727 (ბოლო 24 საათში – 28), კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.937 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 67 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 38.921 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26.713, PCR–ტესტით – 12.208.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,71%, ბოლო 14 დღის – 3,68%, ბოლო 7 დღის – 3,22%.

სულ აცრილია 130.037 პირი, ერთ დღეში აცრილია 4.445 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0