კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 564-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 320 830-ს მიაღწია.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 564  შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 900 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო შემდეგ-აჭარა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
COVID-19 საქართველოში – 8 მაისის მონაცემები

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 105, იმერეთი - 162, ქვემო ქართლი - 72, შიდა ქართლი - 52, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 64, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 299 500-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4 263-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 17 041 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 284 პაციენტი,  მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 470, აჭარაში - 493, იმერეთში - 443. 912 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია  186 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 11, იმერეთში - 12.. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია   788 ადამიანი, მათ შორის 427 - თბილისში, 332 - აჭარაში. 11 969 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ჩინური ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
საქართველო „წითელი ჯვრისგან“ ასი ათას დოზა Sinopharm-ს მიიღებს

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია   69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 534 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 324 პირი, აჭარაში - 2 135, იმერეთში - 1 080.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 564-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 320 830-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0