საქართველო „წითელი ჯვრისგან“ ასი ათას დოზა Sinopharm-ს მიიღებს

© AP Photoჩინური ვაქცინა
ჩინური ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის  გადმოცემასთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. „წითელი ჯვარი“ საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „ Sinopharm-ის“  ასი ათას დოზა გადმოსცემს, იუწყება პირველი არხი.

„იგეგმება კონკრეტულად „სინოფარმის“ ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციისა და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით, რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის“, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით,  დეტალები, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი „წითელი ჯვრის“ მიერ საქართველოსთვის გადმოცემული ვაქცინები, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

 Sinopharm-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს „წითელი ჯვარი“ და ასევე „წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია“ ჩვენს ქვეყანას ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან აქტიურად ეხმარება პანდემიის მართვის პროცესში.

7 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამავე დროს ჯანმო 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებს ამ ვაქცინის გამოყენებას არ ურჩევს, რადგან ჯერჯერობით ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. 

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

ყველა ახალი ამბავი
0