„ეს სიცრუეა“: კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Stringerკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
უწყების განცხადებით, ტელეარხის მიერ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ტელეკომპანია „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება

დღეს ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც კულტურის  სამინისტრომ 11 ათასი ლარის თაიგულები და გვირგვინები შეიძინა.

უწყების განცხადებით, ეს სიცრუეა და სინამდვილეში თაიგულებისა და გვირგვინების შესაძენად დახარჯულია 538 ლარი.

„უხერხულია, რომ კულტურის სამინისტროს უწევს ამგვარ, ქართული კულტურისთვის შეურაცხმყოფელ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემა და იმის დაზუსტება, რომ ერთ-ერთ სახელოვან სპორტსმენს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაეგზავნა თაიგული, ხოლო კულტურის დიდი მოღვაწის, ან კიდევ დიდი არტისტისთვის პატივის მიგების მიზნით შეძენილ იქნა გვირგვინი კულტურის სამინისტროს სახელით“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება ამტკიცებს, რომ სამინისტროს მიერ მთელი წლის განმავლობაში პროტოკოლით გათვალისწინებული მსგავსი საჭიროებებისთვის ჯამურად განსაზღვრულია 9803 ლარი.

სამინისტრო სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში დახურულ და საიდუმლო შეხვედრებს მართავს. უწყების მტკიცებით, მინისტრის ყველა შეხვედრა არის საჯარო და ვიზიტების შესახებ ინფორმაცია მედიას მიეწოდება.

ყველა ახალი ამბავი
0