07:07 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (67)
78 0 0

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი აპირებს, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოძებნოს გამოსავალი.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, „ნამახვანჰესის“ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან იმუშაოს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვებოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სადისკუსიო პროცესში ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე მიიღებს მონაწილეობას.

„ბუშლე იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკის შესაბამისად ყველა დოკუმენტის, პროცედურების შეფასების მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ბუშლე აღნიშნავს, მისი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოიძიოს გამოსავალი.

„ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად სამდივნო განიხილავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის მომზადებულ დოკუმენტაციას“, – აღნიშნავს დირკ ბუშლე.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ენერგოგაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებსაც ნამახვანჰესის კასკადის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების საკითხები აშფოთებდათ.

აღინიშნება, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათ, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის და, მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის.

უკვე ნახევარი წელია, საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა. 

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (67)

მთავარი თემები