06:29 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები გახსნა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მაისში პირდაპირი რეგულარული რეისები ხუთი ქვეყნის ცხრა მიმართულებით შესრულდება, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი.

კერძოდ, მაისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

Wizz Air-მა 18 აპრილიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, 14 მაისიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ პირდაპირ ავიარეისებს. მაისის ბოლოდან კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით კიდევ ორ ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი: 29 მაისიდან - კატოვიცეს მიმართულებით, 30 მაისიდან კი გდანსკის.

ამას გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2 მაისიდან ოპერირება დაიწყო ასევე ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ FlyArystan, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ ახორციელებს სამი მიმართულებით: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი.

საჰაერო გზით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლია.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

მთავარი თემები