22:59 13 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)
148 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.171-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 315.913-ს მიაღწია.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.171 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.359 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 202, აჭარა – 135, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 118, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 82, მცხეთა-მთიანეთი – 70, კახეთი – 54, გურია – 48, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.074 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 296.532 -მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.207-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 15.148 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.289 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.449, აჭარაში – 499, იმერეთში – 417.

839 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 166 პირი, მათგან თბილისში – 112, იმერეთში – 12, აჭარაში – 11. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 744 ადამიანი, მათ შორის 410 – თბილისში, 307 – აჭარაში. 10.115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში – 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 35.759 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27.677 პირი, აჭარაში – 2.370, იმერეთში – 784.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.171-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 315.913-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (665)

მთავარი თემები