06:39 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)
110 0 0

ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში ერთ დღე-ღამეში 7,85%-ია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში – 5,33%, ბოლო შვიდ დღეში კი – 6,27%.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმეთვიანი ანტირეკორდი გამოვლინდა — ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.171 ადამიანი დაავადდა, ხოლო 24 გარდაიცვალა.

მთავრობის ოფიციალური საიტის StopCov-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფიცირების 315.913 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამასთან ბოლო 24 საათში საავადმყოფოებიდან გაეწერა 1.074 გამოჯანმრთლებული პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში 296.532 პაციენტი განიკურნა, 4.207 კი გარდაიცვალა.

აღინიშნება, რომ ბოლო დღე-ღამეში გაკეთებულია 27.648 ტესტი, მათგან 15.912 ანტიგენებზე, ხოლო 11.736 – PCR−ტესტი.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსზე აცრილია 47.949 კაცი, აქედან 2.564 ადამიანი ბოლო 24 საათში აიცრა.

ინფიცირების მაჩვენებელი ერთ დღე-ღამეში 7,85%-ია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში – 5,33%, ბოლო შვიდ დღეში კი – 6,27%.

ამ დროისათვის კარანტინში იმყოფება 84 ადამიანი, სტაციონარებში გადაყვანილია 4.289 პაციენტი, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში — 744 კაცი.

გარდა ამისა, სხვა ქვეყნებიდან სამკურნალოდ ჩამოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (671)

მთავარი თემები