ბუნებრივი სტიქიით მიყენებული ზარალი კვლავ ანაზღაურდება: აგროდაზღვევის პროგრამა გრძელდება

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიკარტოფილის მოსავლის აღება
კარტოფილის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
აგროდაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც ბუნებრივი სტიქიით მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. 2021 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.

უწყების ცნობით, აგროდაზღვევა ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც ანაზღაურებს სეტყვით, ქარიშხლით, წყალდიდობითა და საშემოდგომო ყინვით მიყენებულ ზარალს.

მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2020
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამას აქტიურად იყენებენ

პროქტში საქართველოში მოქმედი რვა სადაზღვევო კომპანიაა ჩართული.

პროგრამა ითვალისწინებს სადაზღვევო პოლისის ღირებულების თანადაფინანსებას: ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე 70%-ს, ხოლო ვაზზე — 50%-ს.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში — 30 ჰა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დაზღვეული მიწის საშუალო ფართობი შეადგენს 15.800 ჰექტარს და ეს რიცხვი მზარდია.

აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას. 2020 წელს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული მიწის ნაკვეთების ფართობი, გასულ წელთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა და 18 ათასი ჰექტარი შეადგინა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამით სულ 17.532 სადაზღვევო პოლისი გაიცა, სააგენტოს მხრიდან სუბსიდირების მოცულობამ კი 8 მლნ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0