სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა, მაგრამ საფლავებს სასულიერო პირები აკურთხებენ

© photo: Sputnik / Stringerსასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
საქართველოში აღდგომის დღეებში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს – მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 2–4 მაისს სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
აღდგომის დღესასწაულებზე და უქმე დღეებში დამატებითი შეზღუდვები დაწესდა

ტრადიციულად, აღდგომის მეორე დღეს მართლმადიდებლები საფლავებზე გადიან, თუმცა უკვე მეორე წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საფლავებზე გასვლა იკრძალება.

ღიბრაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.

„სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს... ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“, – განაცხადა ღიბრაძემ.

როგორც ორი დღის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს აღდგომის მეორე დღეს, 3 მაისს საფლავების კურთხევა დაავალა.

„ადამიანებს არაფერი ექნებათ სადარდებელი, მთავარია მიცვალებულების სულები ტაძარში მოიხსენიონ. ამაზე დიდ რამეს ვერ გააკეთებს ადამიანი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

კუკიის სასაფლაო - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
სასულიერო პირები 3 მაისს საფლავებს აკურთხებენ

არქიმანდრიტის განცხადებით, ეკლესიური წესი არ არის საფლავებთან დიდი სუფრების გაშლა. ამ ადამიანებისთვის ნუგეში კი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, საფლავებზე ვერ მივლენ, მათი მიცვალებულების საფლავები იქნება ნაკურთხი.

წელს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავენ.

გარდა საფლავებზე გასვლის შეზღუდვისა, საქართველოში 13 მაისამდე უქმეები დაწესდა და 3–12 მაისის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ეკლესიებში საზეიმო ლიტურგიის დროს კოვიდ–რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად უნდა მოხდეს; ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები აღდგომის ღამეს შემსუბუქდება – „კომენდანტის საათი“ 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს (სწორედ ამ დროს იმართება ეკლესიებში საზეიმო ღვთისმსახურება).

ყველა ახალი ამბავი
0