05:41 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1091)
88 0 0

მსახიობი კახი კავსაძე რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ყველასათვის საყვარელი მსახიობის კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ ეროვნულ თეატრში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თეატრი ავრცელებს.

გულიდან ამოხეთქილი სიტყვები– უნიკალური სიმღერის კადრები ლეგენდარული მსახიობების შესრულებით>>

სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათსა და პარასკევს (29 და 30 აპრილს) 15:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. კახი კავსაძეს თეატრიდან შაბათს, 1 მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული ბრწყინვალე თეატრალურ დადგმებში და 80-ზე მეტ ფილმში.

„დიდი წუხილით გემშვიდობებით“- საქართველოში კახი კავსაძის გარდაცვალებას გლოვობენ>>

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „ვერის უბნის მელოდიები“, „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „უდაბნოს თეთრი მზე“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვ. 2011 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ მსახიობზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი „კახი კავსაძე - ნეტავი იქ თეატრი არის?“

თემები:
საქართველო და კულტურა (1091)

მთავარი თემები