ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა

© photo : Gakharia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას დისტანციურ რეჟიმში ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს, გეგმური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.

ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 282.237-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0