თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პატივსაცემად, რომლებიც 7 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპნენ, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
7 აპრილს მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ენგურიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს. ენგურის გადმოცურვას სოფელ თაგილონიდან ოთხი ადამიანი რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა. გარდაცვლილთა შორის ორი ქალი და ორი მამაკაცია.
გარდაცვლილთა პატივსაცემად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.