რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikსპეცტექნიკა თოვლისგან გზის გასაწმენდად
სპეცტექნიკა თოვლისგან გზის გასაწმენდად - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები თოვისა და ლიპყინულის გამო დაწესდა.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, თოვის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 7 აპრილს

ასევე, მლეთა–გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ნებადართული ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია უშგული–ლასდილის მონაკვეთზე (ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ). ამავე გზის 150-186 კმ (მულახი–უშგული) მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო კალა–უშგულის მონაკვეთზე (171-186 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია.

უწყების ცნობით, ამავე საავტომობილო გზის ზუგდიდი–მულახის (1-150 კმ) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0