საქართველოში შემოსვლის წესები 2021 წლის მარტში, აპრილში და მაისში

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი თბილისის აეროპორტში
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა აიძულა, საზღვრები ჩაეკეტათ. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ ჩაკეტილია.

2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველომ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ამასთან შეიცვალა ქვეყანაში უცხოელების შემოსვლის წესები და პირობები.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და ამის დამადასტურებელი საბუთებიც თან აქვთ.

ხოლო თუ მოქალაქე აცრილი არ არის, მას არაერთი მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გზით შემოსვლას შეძლებენ უარყოფითი PCR-ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოსვლამდე არაუადრეს 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული. ჩამოსვლიდან მესამე დღეს ისინი ვალდებული არიან თავიანთი ხარჯით განმეორებითი ტესტი გაიკეთონ.

PCR- ტესტის პასუხით საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ევროკავშირის ქვეყნები
  • თურქმენეთი
  • უზბეკეთი
  • ტაჯიკეთი
  • ყირგიზეთი
  • რუსეთი
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
  • უკრაინა
  • ყაზახეთი
  • ბელარუსი
  • შვეიცარია
  • ნორვეგია
  • ისრაელი
  • აშშ
  • დიდი ბრიტანეთი
  • საუდის არაბეთი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • კატარი
  • ბაჰრეინი
  • თურქეთი

გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 48 საათისა მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური აპლიკაცია, სადაც მიუთითებენ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორიას, საქართველოში დარჩენის ადგილს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და სხვა ინფორმაციას.

შავი ზღვის სანაპირო ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ბერლინის ონლაინ გამოფენაზეა წარმოდგენილი

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, მათთვისაც მკაცრი წესები მოქმედებს. თუ ისინი აეროპორტში ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებულ უარყოფით PCR-ტესტს წარმოადგენენ, მათ მოუწევთ მხოლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში დარჩენა, ან მესამე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯით.

ტესტის არქონის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 8-დღიანი თვითიზოლაცია (კარანტინი სახელმწიფოს ხარჯზე).

პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდნენ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, 12-დღიან კარანტინში გამწესდებიან.

საქართველოში შემოსვლის წესების ჩამონათვალი გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0