00:44 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
9010

გურიაში განხორციელებული პროექტი დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს. პროექტის განსახორციელებლად სხვადასხვა სახის კვლევები ჩატარდება.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. გურიაში მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნებისთვის ახალი ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება. იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, პროექტის განსახორციელებლად უკვე დაგეგმილია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება. სამინისტროში განმარტავენ, რომ გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ნაკადების მოზიდვას. ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად . ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის” ნაწილია.

უწყების ინფორმაციით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განახორციელებს, აღნიშნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

 

მთავარი თემები